თბილისში, გურამ ოდიშარია დაკრძალეს - ვინ იყო, მეტსახელად, ბუია
1741866040
ბელგიის პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაკითხვის მიზნით დააკავეს რამდენიმე პირი ევროპარლამენტში აქტიურ კორუფციაში მათ სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
პროკურორების განცხადებით, ფედერალურმა პოლიციამ ჩხრეკა 21 ლოკაციაზე ჩაატარა ბრიუსელის რეგიონში, ასევე ფლანდრიაში, ვალონიასა და პორტუგალიაში.
პროკურორებს არ გაუსაჯაროებიათ გამოძიების ფიგურანტების სახელები და თანამდებობები.
როგორც პროკურორებმა განაცხადეს, კორუფციას, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებას სავარაუდოდ რეგულარული და ფარული ხასიათი ჰქონდა 2021 წლიდან დღემდე.
მათი თქმით, ეს ხდებოდა „კომერციული ლობირების საფარქვეშ და სხვადასხვა ფორმას იძენდა, როგორიცაა პოლიტიკური პოზიციების დაკავების სანაცვლოდ ანაზღაურება ან საჩუქრები, როგორიცაა კვების და მგზავრობის ხარჯები ან რეგულარული მიწვევები ფეხბურთის მატჩებზე”.
როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, ჩხრეკისას ამოღებულია რამდენიმე დოკუმენტი და ნივთი, ასევე ფულის გათეთრების მტკიცებულების გამოვლენის მიზნით.