1741846331
„შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც გარედან იყო მოხვეული, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ნამდვილად არ იყო ეფექტური“ - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ შედეგი ვერ გამოიღო და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნარკოპოლიტიკის გამკაცრება გახდა საჭირო.
"სამართლიანი ნარკოპოლიტიკა სჭირდება საზოგადოებას. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც გარედან იყო მოხვეული, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ნამდვილად არ იყო ეფექტური. ამან ვერ გამოიღო და ვერც გამოიღებდა შედეგს, რაც მნიშვნელოვანი არის გაჯანსაღებისთვის, ამიტომ გამკაცრება ნიშნავს, პროპორციული სამართლებრივი მექანიზმების შექმნას იმისათვის, რომ ეფექტურად ებრძოლოს სახელმწიფო ნარკოდანაშაულს.
ის ცვლილებები, რაც არის ჩვენი მხრიდან შემუშავებული, ამისთვის იქნება ძალიან მყარი სამართლებრივი გარანტიების შემქმნელი და მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებებით გავუფრთხილდეთ ჩვენს მომავალ თაობას", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.