პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილი ისტორიკოსი, ლექტორი და პედაგოგი იოსებ ალიმბარაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ გარადცვლილის ახლობლები ავრცელებენ. ალიმბარაშვილი 2010 წლიდან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტრატეგიული განვითარების და საბიუჯეტო, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების უფროსად მუშაობდა.
,,ამ სიტყვების დაწერის ძალაც არ მაქვს. ეს ტკივილი არ არის, ამას სახელსაც ვერ დავარქმევ...ცხარე ცრემლით დაგტირი, ძმაო! სულში ისეთი მდუღარებაა, როგორ გამოვხატო, რა სახელი მოვუძებნო არ ვიცი. ძალიან გაგვიჭირდება უშენოდ. ჯერ ტარიელის ტრაგედია ვერ მომინელებია და ახლა შენ...მხოლოდ ოჯახს, სოფელს, მშობლიურ ქალაქს და სამეგობროს არ გაუბზარე გული. საქართველომ დაკარგა მაღალი დონის მეცნიერი და გამორჩეული მამულიშვილი. ვფიქრობ და ვერ წარმომიდგენია დარჩენილი ცხოვრების გადაწყობა ისე, სადაც შენ არ იქნები. ვერაფერი გიშველე, ვერაფერი...შენ ძვირფას წიგნებში გააგრძელებ სუნთქვას და მონატრებას ამ წიგნების ხშირი გადაშლით და მოფერებით გავიქარწყლებ...შეხვედრამდე, ძმაო და თანამებრძოლო!“ - წერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი