1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. ქუთაისში , ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.
სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაუხადეს ომში დაღუპულ გმირებს. მოეწყო აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა.
ზვიად შალამბერიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული:
საქართველოში რუსეთის შეიარაღებული აგრესიიდან 15 წელი გავიდა და დღეს ჩვენ, კიდევ ერთხელ, პატივს მივაგებთ იმ გმირ ჯარისკაცებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
წელს განსაკუთრებით მძიმეა ეს დღეები ჩვენთვის რაჭაში განვითარებული ტრაგედიიდან გამომდინარე, სადაც ძალიან, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა. სტიქიის ზონაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთელს საქართველოს“ - ზვიად შალამბერიძე.
იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი:
„განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ჩვენთვის 8 აგვისტო. 15 წლის წინ, რუსული სამხედრო აგრესიის შედეგად დავკარგეთ ადამიანები, ტერიტორიები. მშვიდობიანი მოსახლეობა იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ადგილები. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია ჯერ არ დასრულებულა.
დღეს პატივი მივაგეთ ომში დაღუპული ჩვენი თანაქალაქელების ნათელ ხსოვნას.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით არის საქართველოს განვითარების უალტერნატივო პირობა.
ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან საქართველოში გვეცხოვროს! „
2008 წლის აგვისტოს ომში 8 ქუთაისელი ახალგაზრდა დაიღუპა.