შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
ტრასგენდერ ქალს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. „იდენტობის“ ინფორმაციით, ირინკა ამჟამად საჭიროებს კისრის რბილი ქსოვილების მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევას.
„მეგობრებო, ტრანსგენდერ ქალს - ირინკას და მის მეგობრებს ესაჭიროებათ ჩვენი მხარდაჭერა. ონკოლოგიური დაავადების, კარცინომას დიაგნოზით (IV სტადია) ირინკა მკურნალობას გადის თბილისში, პალიატიური მზრუნველობის განყოფილებაში. მას უკვე ჩაუტარდა ჰემიგლოსექტომია, კისრის ეხო, გულმკერდის კტ, მუცლის ეხო, კისრის მრტ, ცისპლატინის 4 ინფუზია, პირის ღრუს და ყელის რადიკალური რადიოთერაპია.
ირინკა ამჟამად საჭიროებს კისრის რბილი ქსოვილების მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევას, გულმკერდის კტ-ს და ქიმიო-სხივურ თერაპიას კონკურენტულ რეჟიმში ცისპლატინით.
ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს, რომელზეც შესაძლებელია თანხის დარიცხვა:
GE28BG0000000049354100 GEL
მიმღები: გრიგოლ მანუკოვი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.