ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა
1779532063
23 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზე იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზეა, +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი დღეა, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე უნალექოდ ჩაივლის, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც მზეა მოსალოდნელი, +21 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +14 ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.