ტექნოლოგიური სიახლე - ის რაც eSIM-ს შესახებ უნდა იცოდეთ

ტექნოლოგიური სიახლე - ის რაც eSIM-ს შესახებ უნდა იცოდეთ

ის, რაც წლების წინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, დღეს  ჩვეულებრივი ამბავია. შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან დავამყაროთ ადამიანებთან კომუნიკაცია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ტექნოლოგია, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდება.

ბილაინმა კავშირისთვის, ჩვენზე მორგებული ტექნოლოგიური სიახლე ციფრული სახით  შემოგვთავაზა. eSIM-ი თანამედროვე გადაწყვეტა, რომელიც აბონენტებს უქმნის მნიშვნელოვან კომფორტს, აძლევს მოქნილობას და თავისუფლებას.

ნომრის შეძენა, აქტივაცია და სარგებლობა არცერთ ეტაპზე არ მოითხოვს აბონენტთა მომსახურების ოფისში მისვლას.

რა არის eSIM?

Embedded SIM (eSIM) ტელეფონში ჩაშენებული ვირტუალური სიმ ბარათია, რომელიც ფიზიკური სიმ ბარათის ყველა ფუნქციას ასრულებს. მის გასააქტიურებელად აუცილებელია შენს სმარტფონს ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა.

რატომ eSIM?

eSIM-ის მთავარი უპირატესობა მის მარტივ და სწრაფ გააქტიურებაშია. აქტივაცია შესაძლებელია ონლაინ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ბილაინის ვებ-გვერდის მეშვეობით. eSIM-ს აქვს არაერთი უპირატესობა ფიზიკურ ბარათთან შედარებით - ის არ იკარგება, მისი გამოცვლაც ონლაინაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ წაგეშალათ eSIM-ი , ბილაინი შესაძლებლობას გაძლევთ იმავე QR კოდით უფასოდ აღადგენთ.

როგორ შევიძინოთ ?

ბილაინის eSIM-ის შეძენის პროცესი  მარტივი ეტაპებისგან შედგება და საჭიროებს ტელეფონის ნომრის არჩევასა და სმარტფონის მოდელის მითითებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვას და ფოტოს გადაღებას ვებგვერდის მეშვეობითვე. პროცესის დასასრულს, მომხმარებელი იღებს QR კოდს და მისი დასკანირებით ხდება eSIM-ის აქტივაცია.

რა ღირს?

ბილაინის eSIM-ის ღირებულება  5₾  შეადგენს. აბონენტებს ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შესაძლებლობაც აქვთ, ასევე სახლიდან გაუსვლელად და მისი ღირებულება 5₾ შეადგენს. როგორც eSIM-ის ყიდვის, ასევე ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შემთხვევაში, აბონენტები ბილაინისგან 5GB ინტერნეტს საჩუქრად მიიღებენ.

მოწყობილობები, რომელთაც eSIM-ის მხარდაჭერა აქვს

ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობისთვის სმარტფონს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა. ასეთი სმარტფონების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ბილაინის ვებ-გვერდზე.

Apple

iPhone 12 • iPhone 12 Pro • iPhone 12 Pro Max • iPhone 12 Mini • iPhone 11 • iPhone 11 Pro • iPhone 11 Pro Max • iPhone SE 2 (2020) • iPhone XS • iPhone XS Max • iPhone XR

Samsung

Galaxy S20 series • Galaxy S21 series • Galaxy Note20 series • Galaxy Z Flip • Galaxy Z Fold2 • Galaxy Z Fold3|Z Flip3

Huawei

P40 • P40 PRO

Google Pixel

Pixel 3 • Pixel 3 XL • Pixel 3A XL • Pixel 3A • Pixel 4 • Pixel 4 XL • Pixel 4A • Pixel 5