პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის მასშტაბით, ღილაკებიანი მობილური ტელეფონების გაყიდვები გაიზარდა. მედია მოქალაქეებისთვის ავრცელებს რჩევებს, თუ რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინონ მათი შეძენისას.
„როსკაჩესტვოს ციფრული ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი სერგეი ბოდროვი ამბობს, რომ ღილაკიანი ტელეფონები სმარტფონებზე ნაკლებად მოსახერხებელია, თუმცა, ამავდროულად, მათ გამოყენებას აქვს უპირატესობები, მაგალითად, მოსახსნელი ბატარეა, რომელიც ადვილად შეიცვლება. ასევე მოსახერხებელია დამატებითი ბატარეის წაღება“, - წერს ერთ-ერთი რუსული მედიასაშუალება.
რუსეთში ღილაკებიან ტელეფონებზე გაზრდილი მოთხოვნის მთავარ მიზეზად ვლადიმერ პუტინის მიერ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადება სახელდება. მოძველებული გაჯეტები იმ ნივთებს შორისაა, რომელთა თან წაღებაც გამოძახებულ პირებს შეუძლიათ, ხოლო სმარტფონები, პირიქით, აკრძალული ნივთების სიაშია.