„მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ!“ - 112 ინფორმაციას ავრცელებს
1783372170
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც არ არის გამორიცხული.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +34…+35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო დასავლეთ საქართველოში +30…+34 გრადუსის ფარგლებში იქნება.
მთიან და მაღალმთიან რაიონებში დღის მეორე ნახევრიდან ადგილობრივად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება. ცალკეულ ადგილებში შესაძლებელია სეტყვაც.
სინოპტიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, განსაკუთრებით შუადღის საათებში, მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებს, მიიღონ საკმარისი რაოდენობით სითხე და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ბავშვების, ხანდაზმულებისა და შინაური ცხოველების მიმართ.