თელავში 17 წლის ბიჭი დაჭრეს

policiis lenti

თელავში 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს

შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის გამზირზე მოხდა.

ადგილობრივების  ინფორმაციით, კონფლიქტი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაიწყო.

დაპირისპირებდე,  კორპუსის ერთ- ერთმა  მცხოვრებმა  ახალგაზრდებს შენიშვნა მისცა, რასაც ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ინციდენტის დროს ერთ-ერთმა პირმა მეორე ცივი იარაღით, ყელის არეში დაჭრა.

არასრულწლოვანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.