1786431261
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ახალი ავტომანქანა გადაეცა. მათ შორის 20 მაღალი გამავლობისაა.
სატრანსპორტო საშუალებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე ეფექტიანი გადაადგილებისთვის.
ავტომანქანების გადაცემის ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და ახალი ტექნიკის მახასიათებლებს გაეცნენ.










