ილია თოფურიას გულწრფელი აღიარება - რატომ დასრულდა მისი და ჯორჯინა უზკატეგუის ურთიერთობა
1783712768
„დღეს საღამოს საწოლთან წყლით სავსე ჭიქა დადგით - ხვალ დილით კი მიხვდებით, რატომ“,- ამის შესახებ ეზოტერიკოსი, თამუნა იოსელიანი წერს.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მარტივი პრაქტიკაა, რომელსაც ძილის დროს სივრცის ენერგეტიკული გაწმენდის სიმბოლოდ მიიჩნევენ. მშვიდი, ნაზი, მაგრამ ბევრისთვის საინტერესო გამოცდილებაა.
დაძინებამდე ჩაასხით ჭიქაში სუფთა წყალი. ორივე ხელით დაიჭირეთ, შეხედეთ წყალს და ჩუმად წარმოთქვით:
„სანამ ვისვენებ,
განწმინდე ის, რასაც ვერ ვხედავ.
შეიწოვე სიმძიმე, წაიღე უცხო ენერგია,
გაასუფთავე ჩემი სივრცე და ჩემი ენერგია.
ასე იყოს.“
დადგით ჭიქა საწოლთან და დაიძინეთ. დილით, სანამ ტელეფონს აიღებთ ან საქმეს დაიწყებთ, შეხედეთ წყალს.
თუ წყალში ბუშტუკები გაჩნდა , ზოგიერთი ტრადიციის მიხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ წყალმა მძიმე ენერგია შეიწოვა.
თუ წყალი ამღვრეული ან შეცვლილი ჩანს — ეს შეიძლება დაგროვილი დაძაბულობის სიმბოლოდ აღიქმებოდეს.
თუ წყალი ისევ გამჭვირვალე და მშვიდია — ეს მსუბუქი და ჰარმონიული გარემოს სიმბოლოდ ითვლება.
ეს წყალი არ დალიოთ. გადაღვარეთ ნიჟარაში ან უნიტაზში და ჭიქა გამდინარე წყლით კარგად გარეცხეთ.
თუ წყალი შეიცვალა, სურვილის შემთხვევაში, ეს პრაქტიკა ზედიზედ 7 ღამე გაიმეორეთ და დააკვირდით თქვენს განცდებს.
ზოგჯერ დაღლილობა მხოლოდ სხეულიდან არ მოდის. ხანდახან ჩვენ ვიძინებთ იმ დაძაბულობით, რომელსაც ვერც კი ვამჩნევთ.",- წერს თამუნა იოსელიანი.