პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
25 ნოემბერს „წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე – „თეატრი“ ოფიციალურად გაიხსნა. The Show – ასე ჰქვია პირველ წარმოდგენას, რომელსაც სივრცემ უმასპინძლა. დადგმაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საოპერო მომღერლებმა და საბალეტო დასმა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა, „აფხაზეთმა“ და ხელოვნების სფეროს სხვა გამორჩეულმა წარმომადგენლებმა. წარმოდგენის სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, ბრენდ შეფი კი ალექს ნათაძეა.
The Show-ს 400-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო. წარმოდგენის პარალელურად მათ გაუმასპინძლდნენ ვახშმითაც, რომლისთვისაც კერძები „თეატრის“ ბრენდ შეფის, ალექს ნათაძის ხელმძღვანელობით სპეციალურად ამ დღისთვის შეიქმნა. დეკემბრიდან ბილეთების გაყიდვაც დაიწყება და მასზე დასწრებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ბილეთში ავტომატურად შედის წარმოდგენისთვის შექმნილი მენიუ.
„თეატრი“ მოწვევის პრინციპზე იმუშავებს. შემოქმედებით ჯგუფებს შეეძლებათ სივრცე თეატრალური დადგმებისთვის, საოპერო თუ საბალეტო წარმოდგენებისთვის, შოუებისთვის, კონცერტებისთვის, გამოფენებისთვის და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის გამოიყენონ. აქ, ასევე, შესაძლებელია გაიმართოს კორპორაციული საღამოები, დაჯილდოების ცერემონიალები, პრეზენტაციები, ისეთი დახურული ღონისძიებები, როგორებიცაა ქორწილი, დაბადების დღე და სხვა. ვახშამზე კი „თეატრის“ სამზარეულო იზრუნებს და მენიუს ღონისძიების თემატიკის მიხედვით შექმნის.
ახალი მულტიფუნქციური სივრცე – „თეატრი“ ბელიაშვილის ქუჩაზე, სარესტორნო კომპლექს „წისქვილის“ გვერდით მდებარეობს. ის უკვე ღიაა სტუმრებისა და დაინტერესებული პირებისთვის.