რესტორან „წისქვილში“ ორდღიანი ლუდის ფესტივალი გაიმართა

ლუდის ფესტივალი

27-28 ოქტომბერს რესტორანმა „წისქვილმა“ ლუდის მოედანზე ორდღიან ლუდის ფესტივალს უმასპინძლა. სტუმრებმა პრემიუმ ხარისხის ლუდი – გერმანული ვარშტაინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი დააგემოვნეს. ფესტივალის ფარგლებში, ისინი ნახევარ ფასად გაიყიდა.


„ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაიარა ფესტივალმა. გვიხარია, რომ ყველა სტუმარმა ისიამოვნა საუკეთესო ხარისხის ლუდით. ვარშტაინერი და შოფერჰოფერი უკვე დიდი ხანია ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას გერმანიის სავიზიტო ბარათ-ღონისძიებაზე – ოქტობერფესტზე. მოხარული ვართ, რომ „წისქვილ ჯგუფთან“ ერთად მოგვეცა საშუალება ამ ბრენდების გამოცდილება საქართველოში გადმოგვეტანა და ქართული საზოგადოებისთვის გერმანიის უდიდეს ფესტივალზე ყოფნის განცდა შეგვექმნა“, – გვითხრა შპს პარტნიორის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი აბულაძემ.

ფესტივალზე გამორჩეული გარემოს შესაქმნელად სტუმრებისთვის ჩატარდა მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებიც. ბენდმა „ქიმერამ“ კი ცოცხალი მუსიკით გააფორმეს საღამოები.

„ძალიან აქტიური და ხალისიანი ლუდის ფესტივალი გამოგვივიდა. შეჯიბრი ლუდის სწრაფად დალევასა თუ საწრუპით დალევაში, Beer pong, ქვიზები – ეს მცირედია იმ აქტივობებიდან, რაც ორი დღის განმავლობაში ჩვენთან მოსულ სტუმრებს დახვდათ. მათში მონაწილეობა თითქმის ყველა სტუმარმა მიიღო. სიმბოლური საჩუქრებიც ყველას გადაეცა, მთავარმა გამარჯვებულებმა კი კიდევ უფრო განსაკუთრებული პრიზები დაიმსახურეს“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

ლუდის ფესტივალის ორივე დღეს 4-4 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ შორის ჩატარდა დამატებითი შეჯიბრებაც, სადაც მთავარი გამარჯვებულები დასახელდნენ და წამყვანი ბრენდების საათებისა და სამკაულების მაღაზია TI’ME-სგან საჩუქრები მიიღეს.

„TI’ME ლუდის ფესტივალის მხარდამჭერი იყო, ამიტომ, გადავწყვიტეთ მთავარი გამარჯვებულებისთვის საჩუქრები ჩვენ შეგვერჩია. მათ კომპანიისგან გადაეცათ 300-ლარიანი ვაუჩერები, რომლითაც სასურველი საათისა თუ სამკაულის შეძენას TI’ME-ს ნებისმიერ ფილიალში შეძლებენ“, – გვითხრა ანანო დარჯანიამ, TI’ME-ს მარკეტინგის კოორდინატორმა.

„წისქვილში“ გვპირდებიან, რომ ტრადიციას მომავალშიც გააგრძელებენ და მათ რესტორნებში გამართული ყველა ღონისძიება სტუმრებისთვის დაუვიწყარი იქნება.