1734811316
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მიწის მასის ჩამოშლის გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, მიწის მასის ჩამოშლის გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ: