თბილი სექტემბრის ბოლო და ნამდვილი შემოდგომა ოქტომბერში - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

შემოდგომა

სექტემბრის ბოლო დღეებში საქართველოში ტემპერატურა ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალი იქნება.

არსებული პროგნოზების მიხედვით, თბილისში 27–30 სექტემბერს დღისით დაახლოებით +23–25°C, ღამით კი +15–16°C-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

30 სექტემბრისთვის ამინდი უმეტესად მშვიდი და მოწმენდილი ჩანს.

ოქტომბრის დასაწყისში სითბო რამდენიმე დღით კვლავ შენარჩუნდება, თუმცა ტემპერატურის კლება ეტაპობრივად დაიწყება. თბილისში 1 ოქტომბერს ამჟამინდელი გრძელვადიანი პროგნოზი +30°C-მდე დათბობასაც აჩვენებს, შემდეგ კი ტემპერატურა უფრო დაბლა ჩამოვა.

ოქტომბრის პირველ ნახევარში მოსალოდნელია როგორც მზიანი და შედარებით თბილი დღეები, ისე ღრუბლიანობა და წვიმა.

განსაკუთრებით თვის მეორე კვირიდან, პროგნოზებში უფრო გრილი ამინდის ტენდენცია იკვეთება - თბილისში დღის ტემპერატურა შესაძლოა +12–20°C-მდე შემცირდეს.