13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წმ.ეკატერინეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის მღვდელი იოანე სიჭინავას გარდაცვალების გამო. არსებული ინფორმაციით, მოძღვრის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
მამა იოანე იყო შვიდი შვილის მამა.
„ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წმ.ეკატერინეს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის მღვდელი იოანე სიჭინავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.
მამა იოანე გამოირჩეოდა კეთილ-კრძალულობით, უბრალოებით და მოყვასისადმი სიყვარულით და თავდადებით, ის იყო შვიდი შვილის მამა. სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა”.
ცნობისთვის, მღვდელი იოანე წარმოშობით ზუგდიდიდან იყო.
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1734030984