1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ ფინანსური ოფიცრის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს და დეტალურად განმარტავს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აღნიშნული პოზიცია დაიკავონ.
„სამუშაო პირობები: ნახევარი განაკვეთი, ჰიბრიდული რეჟიმი, ანაზღაურება პროფესიული გამოცდილების მიხედვით 1200 ლარიდან - 2000 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა).
ფუნქცია/მოვალეობები:
** პროექტებისთვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება, მონიტორინგი და შეგროვება;
** ორგანიზაციის პროექტების ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანგარიშგების პროცესში ჩართულობა;
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** სტატისტიკის დეპარტამენტში შესაბამისი ფორმების შევსება;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფინანსურ მენეჯერად/ბუღალტრად მუშაობის 1-2-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია არაკომერციულ/არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
** სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების პატივისცემა;
** ორგანიზებულობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.
გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელ.ფოსტაზე: tbilisipride@gmail.com, წერილში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 30 სექტემბერი.
ასევე ნახეთ:
Exclusive: არაორდინალური წყვილის ქორწილი ბათუმში - დაათვალიერეთ ფოტოები