VIDEO: „ხელყუმბარა და ძირს მიმოფანტული ფული“ - ექსკლუზიური კადრები „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან

კადრები ადგილიდან

„რუსთავი 2-მა" რამდენიმე წუთის წინ ექსკლუზიურად გადაიღო ქუთაისში, ,,საქართველოს ბანკის" შიდა პერიმეტრზე არსებული ვითარება.

კადრში ჩანს ძირს დაგდებული ხელყუმბარა, მიმოფანტული ფული.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

ამ დროისთვის არსებული ვითარებით, ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში, სავარაუდოდ, სპეცოპერაცია დასრულებულია და თავდამსხმელი დაკავებულია.

ცოტა ხნის წინ, მძევლები, რომელიც შეიარაღებულ პირს დღეს დილიდან ამ დრომდე დატყვევებული ჰყავდა, შენობიდან გამოიყვანეს.

ცოტა ხანში, შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.