როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1785053374
ვერაზე 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადაიყვანეს. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა.
ნიკა კაპანაძეს, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან. მას ბრალის დადგენილებაც გუშინ, სამედიცინო დაწესებულებაში გააცნეს.
გამოძიების თანახმად, 22 ივლისს შანიძის ქუჩაზე ღია საზოგადოებრივ სივრცეში, კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რომლებიც ავტომობილში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.
სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. კაპანაძე დაკავების დროს სამართალდამცველებს დაემუქრა და ცეცხლსასროლი იარაღით, მათი სიცოცხლის ხელყოფა სცადა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე ნიკა კაპანაძის მიმართ მაქსიმალურად მკაცრი იქნება.
"მსურს, ოჯახს გამოვუცხადო სამძიმარი ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ პროკურატურის პოზიცია ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი.
სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, ბრალდებულის მხრიდა არსებობდა, როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღმკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, სამედიცინო ისტორიით, ან დოკუმენტაციით ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ ბრალდებულს, რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა", - განაცხადა პროკურორმა.