რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

Foto

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა.

ელჩის დაბარება უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიის თავზე კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას.

„ასეთი ქმედებები მიუღებელია და მოკავშირეებთან ერთად სრული სერიოზულობით ვეპყრობით. ამ განმეორებადი დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციის ელჩი რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული“, – აღნიშნავს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოანა ცოიუ.

ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელის განმარტებით, მადლობას უხდის რუმინელ პილოტებსა და სახმელეთო ეკიპაჟებს გამბედაობისა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის.

„ისინი თავიანთი მოქმედებებით ხელს უწყობენ ტერიტორიის დაცვასა და რუმინეთის მოქალაქეთა უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

ცნობისთვის, რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა ქვეყნის ტერიტორიის თავზე კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. ეს უკვე მესამე ინციდენტია ბოლო სამი დღის განმავლობაში.