პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნამდვილი სასწაული - შეიძლება ასე ვუწოდოთ ამბავს, რომელსაც პროდიუსერი თეო ხაბულიანი „პრაიმთაიმის“ უყვება.
ის ცხოვრების რთულ მაგრამ, ამავდროულად დაუჯერებელ, ემოციურად დატვირთულ ისტორიას გვიზიარებს და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ დაუჯერებელი სასწაულები ნამდვილად ხდება.
„მთელი ჩემი ცხოვრების ისტორიაში სულ ვგრძნობ, რომ ღმერთი არის ჩემთან. ჯერ კიდევ პატარაობიდან ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ამის. მაგრამ, ალბათ უფრო მძაფრად გავიხსენებდი პირველად, როდესაც 17 წლის ვიყავი მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად და ექიმებმა მითხრეს, რომ ეს ბავშვი უნდა მომკვდარიყო, რადგან მე ამ ორსულობას ვერ გადავიტანდი და ეს ბავშვიც ჯანმრთელი არ დაიბადებოდა. დავთქვით დღე, როდესაც ეს უნდა მომხდარიყო. მაგრამ, რაღაც გულში არ მასვენებდა... გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი დედა პარასკევის სანახავად. მამა გაბრიელის საფლავზე.
იქ, რომ ჩავედი გულში მამა გაბრიელს ვთხოვე, რომ შემინდე, ამ ბავშვის სიკვდილი არ მინდა. დედა პარასკევას ვთხოვე, რომ ხვალ აბორტი მიწევს და დამლოცე-თქო. იმიტომ, რომ ეს ჩემი ნებით არ მინდოდა. ის შემომიტრიალდა და მითხრა: ეს ბავშვი გაჩნდება, იცოცხლებს და იქნება შენი შვილი. იქნებით ბედნიერები. ამ სიტყვებმა შემძრა, მაგრამ, არ ვირწმუნე, რადგან უკვე დათქმული იყო ყველაფერი. 5 წუთიც არ იყო გასული, როდესაც ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მითხრა, შარფი რას ჰგავსო. ეს თეთრი შარფი ეკლესიის შესასვლელთან მქონდა ნაყიდი. იქვე, დედა პარასკევას გვერდით მოვიხსენი და დავინახეთ, რომ რაც კი, რაიმე სახის ჯვარი არსებობს ყველაფერი გამოსახული იყო. ძალიან შემეშინდა. თითქოს ბოლომდე ვერ ვირწმუნე ამ სასწაულის. ეს უკვე ხილული სასწაული იყო. მაინც, მივედი ამ პროცედურის ჩასატარებლად, როდესაც დამაწვინეს ექიმმა ასეთი სიტყვები მითხრა, იქნებ ყველაფერი უფლის ნებაა. ამ სიტყვებს ველოდი ზუსტად. როგორც გავიგე, ყველაფერი შევიხსენი და გარეთ გამოვედი, ყველას ვუთხარი, რომ ის გაჩნდებოდა,“ - ამბობს თეო ხაბულიანი.