ხვიჩა კვარაცხელიამ თავი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედებით ტალანტად დაიმკვიდრა - BBC Sport
1773579675
მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იმ კერძების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც საქართველოში საშობაო სუფრას ამშვენებს.
„საქართველო, როგორც ორთოდოქსული ეკლესიის წევრი შობას 7 იანვარს აღნიშნავს. ეს დღესასწაული ქვეყანაში გამორჩეულად აღინიშნება და ის ოჯახისა და მეგობრების სიყვარულის და სტუმარმასპინძლობის გამოხატულებაცაა. როგორც წესი, საშობაო სუფრას ამშვენებს საცივი, ხაჭაპური, მწვადი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ფხალი, ტკბილეულის სახით კი გოზინაყი და ჩურჩხელა. ტრადიციულ სუფრას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს შინ დაწურული ღვინო და ქართული მრავალხმიანი სიმღერა“,წერია ტექსტში.


