სვეტიცხოვლობა ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება, თუმცა გუშინდელმა ტრაგედიამ ეს განწყობა შეცვალა - ანდრია ჯაღმაიძე

ანდრია ჯაღმაიძე

"ყოველთვის ეს დღესასწაული აღინიშნება განსაკუთრებული ზეიმით და სიხარულით, თუმცა გუშინდელმა ტრაგედიამ დღევანდელი დღის განწყობა შეცვალა", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და ყველა ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრაგედია არის გულსატკენი და შევთხოვთ ღმერთს ამ უდანაშაულო ადამიანის, ჩვენი შვილის სულის ცათა სასუფეველში დამკვიდრებას და ცხონებას. ამისთვის დღეს მსახურებაზე რა თქმა უნდა ვილოცებთ“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.