მაგნიტური შტორმები 19-20 მაისი: „ნერვიული“ მზე შეტევას აგრძელებს - მეცნიერების გაფრთხილება
1779129156
„ბანანის სწორად შენახვა და მისი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება მარტივი, მაგრამ ეფექტური პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს, რომ პროდუქტის სახლში მოტანისთანავე აუცილებელია მისი საფუძვლიანი გარეცხვა, რათა ზედაპირიდან მოცილდეს ნებისმიერი სახის ფიზიკური დაბინძურება.
ამის შემდეგ, მთავარი საიდუმლო ყუნწების იზოლაციაში მდგომარეობს. მისი თქმით, ასეთ მდგომარეობაში შენახული ხილი გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სიახლეს, აღარ შავდება სწრაფად და დალპობის პროცესიც საგრძნობლად ფერხდება.
"იმისათვის, რომ ბანანი შევინახოთ სწორედ და არ გაშავდეს მალე და არ დალპეს, როდესაც შევიძენთ და სახლში მოვიტანთ, აუცილებლად უნდა გავრეცხოთ კარგად, საფუძვლიანად, მოვაცილოთ ნანაირი ფიზიკური დაბინძურება, რაც შეიძლება არსებობდეს მის ზედაპირზე,
ხოლო შემდეგ უნდა ავიღოთ სველი ხელსახოცი, წყალში დასველებული და კარგად უნდა შემოვახვიოთ ყუნწებზე.
ასეთ მდგომარეობაში შენახული ბანანი უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაძლებს, არ გაშავდება და არ გაფუჭდება," - ამბობს ირაკლი არაბული.