15 ადრეული სიმპტომი, რომელიც შესაძლოა კიბოს ნიშანი იყოს
1779132866
თურქეთში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ რესტორანში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
შემთხვევა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მერსინის პროვინციის ქალაქ ტარსუსში მოხდა. გავრცელებული ცნობით, სროლა ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი ავტომობილით მიიმალა.
მედიის ინფორმაციით, რესტორანში ორი ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ ობიექტის მფლობელი და ერთ-ერთი თანამშრომელი. მოგვიანებით თავდამსხმელმა სროლა სხვა ადგილებშიც გააგრძელა, რის შედეგადაც კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.
პოლიციამ ეჭვმიტანილის დასაკავებლად ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო, რომელშიც ვერტმფრენიც მონაწილეობს.
ამ დროისთვის თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია.