15 ადრეული სიმპტომი, რომელიც შესაძლოა კიბოს ნიშანი იყოს
1779132866
სახლში საჭმლის მომზადება, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკვებს კვირაში ერთხელ სახლში ამზადებენ, დემენციის განვითარების გაცილებით დაბალი რისკის წინაშე დგანან.
დაკვირვების მანძილზე მეცნიერებმა 65 წელს გადაცილებული 11 ათასამდე ადამიანის სამედიცინო მონაცემები შეისწავლეს. მოხალისეებს უნდა შეევსოთ კითხვარი - რამდენად ხშირად ამზადებდნენ სახლში საკვებს. როგორი იყო მათი კულინარიული შესაძლებლობები და ა.შ.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სახლში კვირაში ერთხელ მაინც საჭმლის მომზადება დემენციის რისკს მამაკაცებში 23%-ით, ხოლო ქალებში 27%-ით ამცირებდა.
გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმ კვლევის მონაწილეების შემთხვევაში, რომლებსაც კულინარიული უნარები საერთოდ არ ჰქონდა, კვირაში ერთხელ სახლში საჭმლის მომზადება დემენციის რისკის 67%-ით შემცირებასთან იყო დაკავშირებული.
„ეს შედეგი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის მიუთითებს, რომ თავად საჭმლის მომზადებამ შეიძლება უზრუნველყოს კოგნიტური სტიმულაცია და სწავლის შესაძლებლობები, რაც სასარგებლოა ტვინის ჯანმრთელობისთვის“, - ამბობენ მეცნიერები.