„სცადეთ ყოველ დილით უნალექო ყავა ძმრით“ – მკურნალი ექიმის რეკომენდაცია ყაბზობის დროს

ჯაბა ტყემალაძე

მკურნალი ექიმი ჯაბა ტყემალაძე დისბაქტერიოზის და ყაბზობის საკითხებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დისბაქტერიოზის დაძლევა „იოლი საქმე არ არის“, ხოლო პროცესის მიმდინარეობისას პაციენტებს შესაძლოა შეკრულობაც აწუხებდეთ.

„სანამ დაძლევთ კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზს ,რაც არაა იოლი საქმე, მანამდე შესაძლოა შეგაწუხოთ კუჭის შეკრულობამ. რა შეიძლება გავაკეთოთ ამ შემთხვევაში. უნდა სცადოთ პირველ რიგში, დილით უნალექო ყავა ძმრით. 75-80 გრადუსამდე გაცხელებული ცხელი წყალი უნდა დაასხათ 1 კოვზ ხსნად ყავას და ჩაამატოთ ნახევარი კოვზი ღვინის ძმარი. ეს გამოიწვევს ღვიძლის ფუნქციების, ასევე კუჭის ტონუსში მოყვანას და პერისტალტიკა მოყოჩაღდება“, – ამბობს მკურნალი ექიმი.

 

@jaba_eqimi ძმრიანი ყავა ყაბზობისას #ჯაბაექიმი #ჯანმრთელობა #შეკრულობა #ყაბზობა #ყავა ♬ original sound - jaba_eqimi