შსს: სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, სააგენტოს სახელით ვრცელდება ცრუ და ყალბი ინფორმაციები, რომელიც ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს, დაჯავშნის ვადებს, წესს და სხვა საკითხებს

შსს

სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, სააგენტოს სახელით ვრცელდება ცრუ და ყალბი ინფორმაციები, რომელიც ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს, დაჯავშნის ვადებს, წესს და სხვა საკითხებს, - აღნიშნულია შშს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, სააგენტოს სახელით ვრცელდება ცრუ და ყალბი ინფორმაციები, რომელიც ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს, დაჯავშნის ვადებს, წესს და სხვა საკითხებს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომსახურების სააგენტო, ოფიციალური Facebook გვერდის და Youtube არხის გარდა, არ ფლობს სხვა სოციალურ პლატფორმებს და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სააგენტოს სახელით სხვადასხვა გვერდსა და პლატფორმაზე ვრცელდება, შესაძლოა იყოს არასწორი და საჭიროებდეს გადამოწმებას სააგენტოს ოფიციალურ არხებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.