„იმისთვის გადაგვიღეს ამდენი ფოტო, რომ ასე დამედო?!...“ - ტრაგიკულად დაღუპული ბაიკერის ცოლი

საბა ტუღუში

სამტრედია-აბაშის გზაზე, სოფელ გაუწყინართან დაღუპული ახალგაზრდის, საბა ტუღუშის მეუღლე, მაგდა ზვიადაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აქვე, კადრებს მათი ქორწილიდან. როგორც ირკვევა, წყვილი რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. 

„შენი სითბო, კეთილშობილება და სიყვარული მარად დარჩება ჩემს გულში. შენი არსებობა იყო ჩემი საყრდენი, ჩემი ძალა და ჩემი ცხოვრების სინათლე. ვმადლობ ღმერთს იმ ყოველი დღისათვის, რომელიც შენთან ერთად გავატარე. ვიმახსოვრებ შენს ღიმილს, სიტყვებს და ყველაფერს, რაც შენ გეკუთვნოდა. სიყვარულით — შენი… მაგდა……“.

მეორე დაღუპული შაკო ბიჭაშვილია.

ავარიის შედეგად, ერთი ბაიკერი ადგილზე დაიღუპა, მეორე - კლინიკაში გარდაიცვალა.

შემთხვევა, სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე 30 ნოემბერს მოხდა. ერთმანეთს 2 მოტოციკლი შეეჯახა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს