1764622090
5 დეკემბერს სავსემთავრეობაა - რას მოუტანს ეს თარიღი ზოდიაქოს ნიშნებს
5 დეკემბერი - სავსემთვარეობა.
„ამ თარიღთან დაკავშირებით ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი ზოდიაქოს ნიშნებს რჩევას უზიარებს.
სავსემთვარეობა ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის 13 -ე გრადუსზეა. (საქართველოს დროით 03:15 სთ- ზე)
2025 წლის ბოლო სავსემთვარეობის მთავარი მესიჯი
„სიტყვა შეიძლება იყოს წამალი და სიტყვა შეიძლება იყოს საწამლავი
5 დეკემბრის სავსემთვარეობის მმართველი მერკურია, მას უპირისპირდება დიადი ურანუსი, მსგავსი კონფლიქტი ფეთქებადობას, იმპულსურობას, სიფიცხესა და არაპროგნოზირებადობას იძლევა, ამიტომ გაითვალისწინე მარტივი რჩევები:
მოერიდე კამათსა და გარჩევებს, არის კონფლიქტების გამწვავების დიდი ალბათობა.
ფრთხილად იყავი გზებზე, ავარიების ალბათობა მატულობს.
ფრთხილად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებთან.
დიდია ნევროზებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების გამწვავების ალბათობა. ასევე უძილობის თემაც აქტუალურია განსაკუთრებით ( დაახლოებით 10დან -25 რიცხვამდე).
„იჩქარე ნელა!“
არ დაგავიწყდეს წყლის, მინერალური ქვებისა და საფულის დამუხტვა მთვარიან ღამეს (არ არის აუცილებელი მთვარე ჩანდეს, ნივთები და წყალი უნდა აიღოთ პიკამდე!)
მარტივი რიტუალი :
თუ ცხოვრებაში გაქვს რაიმე კონკრეტული პრობლემა, მიმართე დახმარებისთვის ამ სავსემთვარეობის თილისმას - გასაღებს, ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც გასაღებს საკეტს მოარგებ და კარს გახსნი, იმდენჯერ წარმოიდგინე, რომ პრობლემა წარმატებით მოგვარდა „გაიხსნა“.
განსაკუთრებით ეფექტურია ვერბალური მაგია, ლოცვა, მანტრები.
ნახე როგორია ეს პერიოდი შენი ზოდიაქოს ნიშნისთვის:
ვერძი - გარდაქმნა საკომუნიკაციო წრეს შეეხება, ახალი ინტერესის სფერო. მგზავრობები.
კურო - ცვლილებები შეეხება შენს ფინანსურ სფეროს, შემოსავალს, შესაძლოა მნიშვნელოვანი საჩუქარი მიიღო.
ტყუპები - ცვლილებები იმიჯის, პარტნიორული ურთიერთობების სფეროში.
მთავარია მოუფრთხილდე ჯანმრთელობას.
კირჩხიბი - გამძაფრებულია მოწყვლადობა, შინაგანი ტრანსფორმაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, განმარტოვდი, დაისვენე.
ლომი - შარმი, ბრწყინვალება ადგილზეა! ცვლილებები სამეგობრო სფეროში, გააქტიურდით სოციალურ წრეებში და ქსელებში!
ქალწული - სამყარო ახალ საპასუხიმსგებლო როლსა და სტატუსს განიჭებს, მნიშვნელოვანი პერიოდია, ფრთხილად სიტყვებთან!
სასწორი - მოგზაურობა? ან იქნებ სიახლეები განათლების სფეროში, კანონთან დაკავშირებით ყურადღებით.
მორიელი - პერიოდი ბრწყინვალეა საკუთარ მანკიერებებთან სამუშაოდ! აქტუალურია საბანკო საკითხებისა და მსხვილი ფინანსური ოპერაციების წარმოება.
მშვილდოსანი - ახალი შემოთავაზებები, გთავაზობენ გულს, ახალ სამსახურს. ადამიანები შენზე ზრუნავენ ან შეიძლება საკმაოდ ძლიერი მტერი შეიძინო!
თხის რქა - გაუფრთხილდი ჯანმრთელობას, ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი გვაქვს ამ ქვეყნად. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ფსიქოსომატიკას.
მერწყული - მიუხედავად ქაოსისა, ცხოვრებაც მშვენიერია! ცვლილებები ან სიახლეები პირად-სასიყვარულო თემაში.
თევზები - ცვლილებები სახლში, ოჯახურ თემებში, ან იქნებ ახალი სახლი?
P.S.ფოტოზე გამოსახულია დიდებული დენდერას ტაძრის ჭერის ერთ-ერთი ფრაგმენტი, ტყუპების ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ღმერთი შუ იგივე ფტაჰი (მარცხნივ, ჰაერის და მზის სხივების ღვთაება) და მისი ტყუპისცალი და მეუღლე ქალღმერთი ტეფნუტი იგივე სეჰმეტი (მარჯვნივ, სინოტივის, ნამის, წვიმის,ნაყოფიერების ღვთაება ლომის თავით) განასახიერებენ. (დენდერა/ეგვიპტე 1 ელი საუკუნე)“










