ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინაში დაღუპული სამხედროების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისეების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს. სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია!
აღვავლენთ ლოცვებს გიორგი (გია) ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოემზადოს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს დღეს სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ.