ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ვინაობა ცნობილია. გარდაცვლილები დავით რატიანი და გია ბერიაშვილი არიან. არსებული ინფორმაციით, ისინი ყოფილი სპეცრაზმელები იყვნენ და უკრაინაში მოხალისეებად წავიდნენ.
„გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ ორკების 3 ერთეული ჯავშან ტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა.
ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმსტყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა, ჩვენი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი ( ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრი) და გია ბერიაშვილი დაიღუპა....“ - ამბობს დავით ქაცარავა.
„პრაიმთაიმი“ დავით რატიანის ოჯახის ახლობელს ესაუბრა:
„უკრაინაში დავით ქაცარავასთან ერთად წავიდა. რამდენიმე წლის წინ, ავღანეთში იმყოფებოდა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც მსახურობდა. დავითს ოთხი შვილი დარჩა,“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას დავით რატიანის ოჯახის ახლობელი.