საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
ცოტა ხნის წინ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. გარდაიცვალა განათების მხატვარი, ია ნადირაშვილი.
„პრაიმტაიმი“ კოლეგის შესახებ მსახიობ არჩილ სოლოღაშვილს ესაუბრა.
„სამწუხაროდ, ია მავნე და ძალიან ვერაგ დაავადებას ებრძოდა.
მუსიკისა და დრამის თეატრში რომ მივედი, ის განათების რეჟისორად მუშაობდა და პირველი წამებიდან ვმეგობრობდით. მის გარეშე არც ერთი გასტროლი და წარმატება არ მახსენდება. თითქოს, ჩემთვის თეატრში რაღაც ეტაპი დამთავრდა.
ახალგაზრდა იყო... ასე ვეძახდით ხოლმე „ია ბალერინა“. სხვანაირი ქალბატონი იყო, სხვანაირი მზერა ჰქონდა... ვერც წარმოიდგენდა ადამიანი, რომ განათების რეჟისორი იყო. გეგონებოდა, საცაა სცენაზე გავა როგორც მსახიობი, ანდაც მოცეკვავე. სხვანაირი იყო ურთიერთობებშიც... ჩვენმა თეატრმა ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახის წევრი დაკარგა...“, - ამბობს აჩიკო სოლოღაშვილი.