1732386875
„მან ბებო არ დატოვა...“ - ვინ არის მეხუთე ქართველი, რომელიც თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს
თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ქართველი ციცო პაკელიანია.
ოჯახს მასთან კონტაქტი ბოლოს 6 თებერვალს ჰქონდა.
„ამ კორპუსში (მეორე სართულზე)იმყოფება ციცო პაკელიანი და ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი ამოყვანა.გთხოვთ დაგვეხმარეთ.გავაზიაროთ გთხოვთ“, - წერდა რამდენიმე დღის წინ ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.
თურქეთის მოქალაქე ციცოს შესახებ საუბრობს და ამბობს რომ იგი კორპუსში ბებოს გადასარჩენად დარჩა.
„არასდროს შემხვედრია ციცოზე ღირსეული ადამიანი. უცხო მიწაზე პურის ფულის საშოვნელად გადახვეწილი ეს ქართველი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იქცა დაუღალავი, დაუმარცხებელი ადამიანის სიმბოლოდ.
ახლა ნანგრევებშია, მჯერა, რომ სუნთქავს და იქაც არ აჩერებს ბრძოლას. მან არ დატოვა ბებო. ასეთი გმირობა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ”- ამბობდა ადგილობრივი.
თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლი უკვე 15 000-ს აჭარბებს.
რა არ უნდა იდოს საახალწლო სუფრაზე
1732475498