პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქეთის ქალთა ნაკრების კალათბურთელი, 30 წლის ნილაი აიდოგანი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ უცხოური გამოცემები წერენ.
სპორტსმენი რამდენიმე დღის განმავლობაში ნანგრევებში იყო მოყოლილი.
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31 643-ს მიაღწია. ინფორმაციას კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სამძებრო-სამაშველო და სალიკვიდაციო ოპერაცია სტიქიის დაზარალებულ ზონაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებმა ჰატაიში მიწისძვრიდან 175 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან კიდევ ერთი გადარჩენილი ქალის ამოყვანა შეძლეს.
გაერო-ს ინფორმაციით, ალეპოსა და ლატაკიაში მიწისძვრის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა 350 000-მდე ადამიანი. გაერო-მ სირიის დაზარალებულ რაიონებში 110 ტონა სამედიცინო დახმარება გაგზავნა.