ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ დაახლოებით ორი წლის წინ შექმნა ფეისბუქ ჯგუფი სახელით - „ვეძებ“, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ბიოლოგიური მშობლები და შვილები ეპოვათ.
როგორც თამუნა ამბობს, ჯგუფში არის გაწევრიანებული 162.000 ადამიანი. წელიწადნახევრის განმავლობაში დადასტურებულად იპოვეს 500 ოჯახზე მეტი.
დღეს თამუნამ ჯგუფში ახალი მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ხალხო ძალიან გთხოვთ. ვისაც მართლა საკუთარი ნებით გყავთ შვილები გაშვილებული და გაყიდული, სიტუაციით ნუ სარგებლობთ და ნუ გვატყუებთ მომპარესო. მაინც ვერ გაგვაცურებთ და ძალიან უხერხულია! ძალიან!“- წერს თამუნა მუსერიძე.