,,ვიპოვეთ ხალხო... ვიპოვეთ!" - რას წერს თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე

,,ვიპოვეთ ხალხო!! დედა, რომელსაც 1993 წელს უთხრეს, რომ ბავშვი მოუკვდა და ამერიკაში გაუყიდეს, ვიპოვეთ!! ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პროექტის „ვეძებ“ ავტორი, ტელეჟურნალისტი თამუნა მუსერიძე წერს.

მანამდე, თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ამერიკიდან დაუკავშირდა ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ბიოლოგიური მშობლების შესახებ გაიგო. 

ტელეწამყვანი საზოგადოებას სთხოვდა, დახმარებოდნენ ქალის მოძებნაში, რომელსაც შვილი მოტყუებით გაუყიდეს.

,,ხალხო დაგვეხმარეთ,

ამერიკიდან მწერს გოგონა, რომელიც შოკშია. ცოტა ხნის წინ, აღმზრდელმა მამამ უთხრა, რომ საქართველოდან 1993 წელს წაიყვანეს, რომ დედამისს სამშობიაროში უთხრეს ბავშვის გარდაცვალება და არ იცის, რომ ცოცხალია. დედის სახელი და გვარია თამარ ერქომაიშვილი. გთხოვთ, თუ გეცნობათ ეს სახელი და გვარი, მოგვწერეთ", - წერდა თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში.