გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც კანადაში გაშვილებული ერთ-ერთი ბიჭის ისტორიის შესახებ საუბრობს.
„ახლა მინდა ვისაუბრო 2003 წლის საქმეზე, როდესაც კანადაში გაშვილდა ერთი ბიჭი. ამ ბავშვს გაატანეს დედის და მამის ხელმოწერილი საბუთები, ნოტარიულად დამოწმებული გაშვილების საბუთები. რამდენიმე თვის წინ ამ ბიჭის აღმზრდელი მშობლები დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს ბავშვის ბიოლოგიური მშობლების მოძებნა. მოგვცეს ყველანაირი ინფორმაცია, მოგვაწოდეს მშობლების ფოტოები, რომლებიც ჩაკრული იყო საბუთებში და ჩვენ ვიპოვეთ მისი ბიოლოგიური მშობლები, ძალიან გაგვიხარდა. ბიოლოგიური მშობელი უარყოფდა და ამბობდა, რომ მას ეს ბავშვი არ გაუჩენია. მოვითხოვეთ დნმ-ის გაკეთება. გაიკეთეს ოჯახის წევრებმა დნმ და პასუხი მოვიდა უარყოფითი.
ეს ნიშნავს იმას, რომ 2003 წელს გაშვილებული ბავშვი არის გაყვანილი საბუთებით, იმ საბუთებით, რომელიც მას არ ეკუთვნის, მას საბუთებში უწერია ის ბიოლოგიური მშობლები, რომლებიც მისი მშობლები არ არიან. ეს ჩვენთვის იყო უმძიმესი ამბავი...“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.