1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მშობლები და დედმამიშვილები რამდენიმე წლის წინ მიწას მიაბარა. უსახსრობისა და ბინის არარსებობის გამო, წლებია ქირით ცხოვრობს. ამაზე მოგვიანებით გიამბობთ...
40 წლის ფატიმა სარქისოვა ახლა შვილების გადარჩენისთვის იბრძვის. 9 წლის მარიამს და 4 წლის საბას ჯანმრთელების პრობლემები აქვთ.
ბიჭუნას 11 თვის იყო, რომ ალერგია დაეწყო და ამ დრომდე ვერ დაუდგინეს გამომწვევი მიზეზი. აქვს შაქრიანი დიაბეტი და ეპილეფსია... უფროს შვილს, ხერხემლის გამრუდებასთან ერთად, თმის ბუდობრივი ცვენა და მხედველობის პრობლემაც აქვს. მიზეზი ამ შემთხვევაშიც დაუდგენელია.
უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ახალგაზრდა ქალის ამბობს, რომ მისთვის ერთადერთი იმედი ახლა კეთილი ადამიანები არიან.
„ყველაფრისთვის მზად უნდა იყოო, ექიმმა მითხრა... დილის ცხრა საათზე ოპერაციას ვუკეთებ საბუკას და ლოცვის გარდა არაფერი დამრჩენია. სასუნთქი გზები აქვს გადაკეტილი, პოლიპები უნდა ამოაჭრან... შვილი გადამირჩინეთ, გთხოვთ... სიმწრით, მარტოობაში გაზრდილი შვილი. შიმშილისგან და უბედურებისგან დამიავადმყოფდნენ ბავშვები. ფეხზე დგომის თავი არ მქონდა, მაგრამ სისხლს ვაბარებდი, რომ მათთვის პური მეყიდა... კარალიოკს ვაჭმევდი და ბროწეულის წვენს ვაწვეთებდი, რომ შიმშილისგან გული მოებრუნებინათ.
სამწუხაროდ, ასეთი დღეები ხშირად არის ჩვენს ცხოვრებაში. ამჟამად გარდაბნის რაიონში, სოფელ ვაზიანში ვცხოვრობთ. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება 360 ლარია, საიდანაც 250 კარს ქირაში ვიხდით. სამწუხაროდ სოფელში არ არის უფასო სასადილოს სერვისი... სიმართლე გითხრათ, ხანდახან მეც მიკვირს რას როგორ ვანაწილებ ამ თანხიდან...
ჩემს საბუკას ყოველდღიურად ესაჭიროება მედიკამენტი დეპაკინი. არის ხოლმე დღეები როცა წამლის ფული კი არა, პურიც არ გვაქვს. კეთილი ადამიანების დახმარებით, რამდენჯერმე თურქეთში ვიყავით წასულები სამკურნალოდ. საბას თავის ტვინის შეშუპება ჰქონდა, მკურნალობამ შედეგი გამოიღო და დაექვემდებარა მედიკამენტებს...
ვაზიანში მოხვედრამდე კი კაიროს ქუჩაზე ვცხოვრობდით ქირით. ეზოში იდგა კარალიოკი და ბროწეული. იმით ვკებავდი შვილებს... წლების განმავლობაში მარტოხელა დედის სტატუსს ვატარებდი. მეუღლესთან დაშორებული ვიყავი და ახლახან შევრიგდით. სტაბილური სამსახური არც ჩემს ქმარს აქვს. ბოლო ერთი თვეა არ უმუშავია.
ერთ დროს მეც ბედნიერი ვიყავი. სოფელ კაზრეთში ვცხოვრობდი. მამა წლების წინ გარდაიცვალა, ჩემი დაც პატარა იყო, რომ წავიდა ამ ქვეყნიდან. უფროსი ძმა მყავდა, რომელსაც მანქანა დაეჯახა და ადგილზე მოკლა... მე და დედა დავრჩით. ახლობლის თხოვნით, ჩვენი ბინა იპოთეკით დავტვირთეთ. ფული ვეღარ გადაიხადა და გამოგვასახლეს. დედას ნერვიულობაზე ინფარქტი დაემართა და ისიც გარდაიცვალა. ასე აღმოვჩნდი ყველას და ყველაფრის გარეშე...
არაფერს აღარ ვდარდობ, ხალხო, შვილი გადამირჩინეთ და მისი სიცოცხლე მაჩუქეთ... ვლოცულობ და გთხოვთ თქვენც ილოცეთ. თუკი რამე გამაჩნდა ბოლო კაპიკებიც კი გავიღე. ახლა თქვენი გვერდში ყოფნა მჭირდება. თუნდაც ერთი პურით, თითო ლარით, დამეხმარეთ, ჩემი საბუკას სიცოცხლე გადამირჩინეთ.
უკვე ძალაც აღარ მაქვს. გემუდარებით, კიდევ ერთხელ დამიდექით გვერდში. საკუთარ გულს დავთმობ ჩემი შვილების გამო, დღეს ყველაზე მეტად თქვენი გვერდში დგომის იმედი მაქვს, სასოწარკვეთილი მუხლმოდრეკილი გევედრებით დღეს ჩემი პატარისთვის დახმარებას.“ - ამბობს ფატიმა სარქისოვა.
თიბისი ბანკი GE35TB7344045061100028
საქართველოს ბანკი GE32BG0000000161543840
591442889 ფატიმა სარქისოვა