"ზღვაში წვეთით" გამოჯანმრთელებული დავუბრუნოთ პატარებს ულამაზესი დედიკო - 34 წლის მომღერალს საზოგადოების დახმარება სჭირდება

.jpg

"ეს სოფოა, 34 წლის, 2 შვილის დედიკო, ძალიან ბევრი ადამიანის მეგობარი და გული! გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის მომღერალი.

მას საზოგადოების დამხარებ სჭირდება იმისთვის, რომ გადარჩეს, იცოცხლოს და საზოგადოებას უმღეროს, უმკურნალოს. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სოფოს ახლობლები ავრცელებენ. 

"ეს სოფოა, 34 წლის, 2 შვილის დედიკო, ძალიან ბევრი ადამიანის მეგობარი და გული! გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის მომღერალი.

მედიკოსი, პროფესიული უნარებით და განსაკუთრებული ჰუმანურობით გამორჩეული გოგო.

სოფოს 6 თვის წინ ჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინდა.

თურქეთში ჩატარებული ქიმიოთერაპიის 2 კურსი, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა.

გუშინ სოფოს ოპერაცია ჩაუტარდა, განმეორებით რომ გაკეთდეს ბიოფსია და შემდგომი მკურნალობა დაიგეგმოს, ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ოჯახმაც და მეგობრებმაც ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ.

გულისხმიერებით, გვერდში დგომით, სიყვარულით, ყველამ ერთად, თუნდაც, "ზღვაში წვეთით ", გამოჯანმრთელებული დავუბრუნოთ პატარებს თავიანთი ულამაზესი დედიკო. თითოეული თქვენგანის დახმარების დიდი იმედი გვაქვს...

ს ო ფ ო უნდა გ ა დ ა ვ ა რ ჩ ი ნ ო თ . გვჯერა, ჩვენ, ყველა ერთად, ამ ბრძოლაში სიცოცხლეს გავამარჯვებინებთ.

საბანკო ანგარიშის ნომრები სოფოს დახმარების მსურველთათვის: 

TBC ბანკი
#GE70TB5991745063622471

საქართველოს ბანკი
#GE62BG0000000738295600

მიმღები- სოფია კვიციანი