„ეს კენჭები ერთი ადამიანის ნაღვლის ბუშტიდან ამოვიღეთ. არ ეთამაშოთ ჯანმრთელობას" - ქართველი ქირურგი

კენჭები

ზოგადი ქირურგი, ლაპაროსკოპისტი, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ოთარ კეპულაძე  პაციენტის სხეულიდან ამოღებული კენჭების ფოტოს აქვეყნებს:

„ეს კენჭები ერთი ადამიანის ნაღვლის ბუშტიდან ამოვიღეთ. არ ეთამაშოთ ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ გეგმური გამოკვლევები" - წერს კეპულაძე. 

როგორც ექიმმა მოგვიანებით კომენტარში განმარტა, კენჭები ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შედეგად ამოიღეს.