1773348202
პლანეტა ვენერა 2026 წლის აპრილში - რა ცვლილებები გველოდება თვის განმავლობაში პირადი ურთიერთობებისა და ფინანსების კუთხით
23 აპრილამდე ვენერა კუროს ნიშანში იქნება, რაც ცხოვრებით ტკბობის, საინტერესო გამოცდილების დაგროვებისა და ფიზიკური კეთილდღეობის პერიოდს განაპირობებს. თუმცა, ამავდროულად, 8 აპრილამდე იგი მრისხანე პლანეტა პლუტონთან ასპექტშია, რაც ამ სფეროებში გარკვეულ დაძაბულობას წარმოშობს.
ურთიერთობებში შესაძლოა, ზედმეტი ან უსაფუძვლო ეჭვიანობა, წვრილმანებზე გამოკიდება და უკმაყოფილება იგრძნოთ. ვინაიდან ეს განცდები დროებითია, მათ არ უნდა აჰყვეთ - ეს ტენდენცია მალე გაიფანტება, კონფლიქტისგან დატოვებული უსიამოვნო კვალი კი დარჩება.
შესაძლოა, გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ ფული კრიტიკულად არ გყოფნით. ზოგიერთს სარისკო წამოწყებებში ჩაბმის სურვილი შეაწუხებს - მაგალითად, ინვესტირება ან რომელიმე პროექტში ფინანსური წილის ჩადება მოუნდება. სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნაბიჯის გადადგმამდე სტრატეგია კარგად განსაზღვრეთ.
საკუთარი თავით უკმაყოფილებას იგრძნობთ. ყველაზე ემოციურ ადამიანებს შესაძლოა, გარეგნობის კარდინალური ცვლილებები მოუნდეთ. რაღაცის შეცვლა, მათ შორის რთული კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და ქირურგიული ჩარევების სურვილი გაგიჩნდებათ. გახსოვდეთ, რომ 3 და 4 აპრილი მსგავსი მანიპულაციებისთვის შესაფერისი დრო არ არის. (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2026 წლის აპრილში დიდი სიურპრიზი ელის - ასტროლოგები ასახელებენ)
9 აპრილიდან პლუტონის გავლენით გამოწვეული დაძაბულობა ჩაცხრება და 18 აპრილამდე ვენერა კუროს ნიშანში სხვა პლანეტებთან მეტ-ნაკლებად ჰარმონიულ ასპექტში იქნება. ეს პერიოდი იდეალურია:
სილამაზის პროცედურებისთვის, თუკი გრძელვადიანი შედეგი თქვენთვის პრიორიტეტულია. სპა-პროცედურები და მასაჟი ამ დროს განსაკუთრებით ეფექტური იქნება.
თქვენი ურთიერთობების (როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი პარტნიორობის) განმტკიცებისთვის, სადაც მნიშვნელობა კონკრეტულ ქმედებებს, მატერიალურ მხარდაჭერასა და საჩუქრებს ენიჭება.
რესურსების დაგროვებისა და კაპიტალის გაზრდის გზების ძიებისთვის. ფინანსური ზურგის შესაქმნელად ეს საუკეთესო დროა. წარმატებული შოპინგისთვის, თუკი რაიმეს შეძენასა და საკუთარი თავის გახარებას დიდი ხანია გეგმავდით.
გემრიელი და დახვეწილი კერძებით ტკბობისთვის. თუ ვარჯიშის დაწყებას აპირებთ, მშვიდი, სტატიკური დატვირთვა, პილატესი და თანამედროვე ცეკვები საუკეთესო არჩევანი იქნება. ამ ხელსაყრელი დროით აუცილებლად ისარგებლეთ.
19 აპრილიდან ვენერა ურანს შეუერთდება, რის შემდეგაც შედარებით რთული ეტაპი დაიწყება. მოვლენები ან მოულოდნელად, ან თქვენგან დამოუკიდებელი, გაუთვალისწინებელი გარემოებების თანხლებით განვითარდება.
ხოლო 24-დან 29 აპრილამდე სასიყვარულო ფრონტზე განწყობა რადიკალურად შეიცვლება - ვენერა ტყუპების ნიშანში გადავა. ურთიერთობებში სწრაფი ცვლილებებისა და სიახლეების სურვილი გაგიჩნდებათ, მარტოხელა ადამიანები კი კომუნიკაციაში ინიციატივას უფრო ხშირად გამოიჩენენ. ნაცნობობისთვის საუკეთესო ადგილი ინტერესთა კლუბები გახდება. ასევე, მეგობრების წრეში, სწავლისას ან მგზავრობისას ახალი ადამიანების გაცნობას ვენერა ტყუპებში ხელს უწყობს. ჩამოყალიბებული წყვილებისთვის კი ახალ და ორიგინალურ ადგილას გასეირნება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება...ვრცლად











