ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი პიანისტ ლექსო თორაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ლექსო… ვაიმე… ვაააააააახ…
სიმწრისგან არ ვიცი რა გავაკეთო…
დილიდან მქონდა შეგრძნება რომ რაღაც ძალიან ცუდს შემატყობინებდნენ, მაგრამ ჩემი უძვირფასესი და უახლოესი, ჩვენი სამეგობროს გული და სული, ჩვენი ორკესტრის უდიდესი ქომაგი, ნამდვილი სიკეთე და სიყვარულის წყარო, ჩვენი ლექსო თორაძე თუ მიგვატოვებდა როგორ წარმოვიდგენდი“, - წერს ნიკა მემანიშვილი.
ცნობისთვის, 69 წლის ასაკში პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა.
ლექსო თორაძე დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში.
ლექსო თორაძე აღიარებულია თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად. 1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა. 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო სამი პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – ორი პრემია.
ლექსო თორაძის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს. მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებით. პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მან დისკზე ჩაწერა შოსტაკოვიჩის ყველა საფორტეპიანო კონცერტი ფრანკფურტის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ასევე, პროკოფიევის ყველა საფორტეპიანო კონცერტი სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვალერი გერგიევის დირიჟორობით.
მუსიკოსი აშშ-ში 1983 წლიდან ცხოვრობდა და ეწეოდა საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1991 წელს ლექსო თორაძე გახდა ქალაქ საუთ-ბენდის (ინდიანას შტატი) უნივერსიტეტის პროფესორი და აქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – Toradze Piano Studio, რომელმაც აღიარება მოიპოვა, როგორც მუსიკალურ-აღმზრდელობითმა ცენტრმა.