„ვინც თვლის, რომ შეგვეშალა, უმორჩილესად გთხოვთ, გვაპატიოთ“ - ნიკოლოზ რაჭველი 

მუსიკოსი

ნიკოლოზ რაჭველი კრიტიკოსებს პასუხობს და მათ ბოდიშს უხდის:

„ღმერთო, ღმერთო, ღმერთო დაჩოქილი გევედრები უშველე ჩვენს უკრაინას.

და აქვე მაინც დავწერ, უსაზღვროდ განვიცდი, რომ ჩვენი მუსიკალური აქცია განსჯის საგანი გახდა… შეიძლება მართლა არ იყო ამის დრო მაშინ, როდესაც ტრაგედიამ ყველაზე მძაფრ ეტაპს მიაღწია…

ვინც თვლის რომ შეგვეშალა უმორჩილესად გთხოვთ გვაპატიოთ, ვინც თვლით რომ ჩვენი გულწრფელი მუზიცირება შესაბამისობაში მოდის თანადგომის გამოხატვასთან მადლობას გიხდით, რომ ჩვენს განცდას პატივი ეცით… მთავარია ახლა უკრაინამ გაძლოს და მთელმა პლანეტამ დაამარცხოს ეს სატანა ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი!

ამაღამ ალბათ ძალიან ბევრი გავათენებთ და ყველას გისურვებთ შვებით და ოპტიმიზმით ამოვისუნთქოთ გამთენიისას“,- წერს ნიკოლოზ რაჭველი.