"დედის საფლავზე დადის, რომელიც თვითონ მოკლა..." - ქართველი ბალერინას ტრაგიკული ისტორია
1732684222
ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-მდე გაიზარდა.
7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კახრამანმარაშის პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოში, ბათუმშიც.
„პრაიმტაიმთან“ ერთ-ერთ ადგილობრივი დეტალებს იხსენებს.
„დილის 5 საათი არ იყო ჯერ კიდევ, რყევები რომ დაიწყო. 10 წუთის განმავლობაში 3-ჯერ გამეორდა. მთელი კედლები ზანზარებდა, ახლაც ყურებში ჩამესმის ხმა. მე-13 სართულზე ვიმყოფებოდი მე. საზღავრგარეთაც ვარ ნამყოფი, საბერძნეთშიც იყო ძლიერი მიწისძვრები, მაგრამ მსგავსს არაფერს შევსწრებივარ. ეს იყო საშინელება, მთელი 1 საათი ფეხზე ვერ ვდგებოდი, ფეხები მიკანკალებდა.
ხალხი ბინებიდან გამორბოდა, მანქანებში სხდებოდნენ ბავშვებით, გარბოდნენ. თანამშრომლები მეძახდნენ, რომ გავსულიყავი, მაგრამ ფეხზე ადგომა არ შემეძლო. სიკვდილს ჩავხედე თვალებში, ვფიქრობდი, რომ ვკვდებოდი, ვეღარ ვნახავდი შვილს, ვერავის... გახსენებაც არ მინდა. ბიძგებმა იცის გამეორებაო და ყველას გვეშინია...“ - ამბობს მაკა სალაძე.