შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

შეზღუდვა მცხეთისა და დუშეთის რაიონის სოფლებს, სოფელ გლდანსა და ავჭალას შეეხება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს 11:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ბიწმენდი, ჭოპორტი, საგურამო, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წინამძღვრიანთკარი, ბურიანი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 11:05 საათამდე და 14:55-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში და ავჭალის მასივში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, ქერიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.