VIDEO: აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აქცია

თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მცირე ნაწილი რჩება. მათ გზის სავალ ნაწილზე კვლავ კარვები აქვთ გაშლილი.

ადგილზე იმყოფებიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, მათ შორის ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე.

ლიდერები აქტივისტებს პერიოდულად მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაიშალონ. მათივე თქმით, ადგილზე მიიტანენ ყავას, ჩაისა და ე.წ. პუფებს.

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ↓