კიმ ჩენ ინმა ჯარს მოუწოდა, ომისთვის მოემზადოს

კიმ ჩენ ინი

კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის ჯარს ომისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.

როგორც ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სააგენტო წერს, კიმი სამხედრო მეთაურებისა და პოლიტიკურ ხელმძღვანელებს შეხვდა და შესაძლო კონფლიქტისთვის ჯარის მომზადება მოსთხოვა.

დიქტატორის აზრით, კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობაა. მისი აზრით, დაძაბულობის ვექტორის გაზრდას აშშ-მა და სამხრეთ კორეამ შეუწყო ხელი.

კიმმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავდაცვის მიზნით ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს ბირთვული პოტენციალის გაძლიერებას.

სამხედრო მეთაურებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელების შეხვედრა უკანასკნელად 10 წლის წინ შედგა.