ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „რაჭა" ერთ-ერთი მომხმარებელი, (Sal Lien) პოსტს აქვეყნებს:
„არ ვიცი სად დავწერო, და აქ დავწერ… ეს ის არ არის, თითქოს რაჭა ახლა გაგვახსენდა ვინმეს. რაჭაში ვინც კი ნამყოფია, ყველას უჩნდება სურვილი, ისევ მოხვდეს მანდ, ისევ გაატაროს დღეები ან თვეები. ეს იმიტომ ხდება, რომ რაჭას აქვს ენერგია, თავი გაგრძნობინოს სხვაგან, არა დედამიწაზე და არა ბეტონის ჯუნგლებში.
რაჭაში არ გაქვს მიზეზი იყო ბოროტი ან იყო ცუდად. ვინმეს არ გაუღიმო... ჩვენ 2 თვე ვცხოვრობდით რაჭაში, მე და ჩემი მეგობრები. ვაკეთებდით პროექტს, ხელოვანები ვართ და რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ.
ყოველთვის გული და თავი მიგვაქვს რაჭამდე რომ იქ რამე გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ეგოისტურად გვიყვარს და მანდ უდარდელები ვართ. თითქოს ბავშვობაში გაბრუნებს, აქ ლაღი ხარ და ფეხშიშველი გაკოტრიალდები ბალახზე, მერე ბალახის სუნი და სიმწვანე აგყვება კანზე. რაჭა და მით უმეტეს შოვი არის ადგილი, სადაც ხარ სულიერად და მიდიხარ სულიერებისთვის.
და ხალხი?! ყველას უხარიხარ, ყველა გეხმარება, ათენებ ღამეებს მათთან ერთად და არც კი იღლები და უძილოდაც კარგად ხარ. ბავშვების ხმები, ცხენების ჭენების, ნაკადულის ხმა, ხეების შრიალი...
ბაბუა რომელიც გზაზე მიდის შოვუდან უწერაში - გაუჩერებ რომ გაიყვანო, გზაში გიყვება ისტორიებს. მერე უახლოვდები და ემეგობრები.
შოვი იყო ადგილი, სადაც უდარდელი სულით იყავით, შოვი იყო ადგილი, სადაც უბრალოდ იყავი მთებში და ბალახებში... შოვი შეიძლებოდა ყოფილიყო წლები ასეთ ადგილად, უფრო მეტი ადამიანური ადამიანი რომ ყოფილიყო სამყაროში.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც შეგვაყარა რაჭა, შოვი... მადლობა იმ გემრიელი მოგონებებისთვის და იმ ტკბილი გამოხედვისთვის რაც გვაჩუქეთ. მადლობა იმისთვის, რომ იყავით შოველები და ბოდიში რომ ჩვენ ვერაფერი შევძელით.
შოვი ჩვენთვის იყო საბავშვო მოედანი, სადაც ვიყავით ლაღები და მშვიდები, ბედნიერები და უდარდელები, ახლა რაჭა არის ჭირისუფლების კორიდორი. სევდას მიაქვს შოვის ცა...
შოვი არ დაგვავიწყდება ჩვენ არც 5 და არც 20 წელში.
გვიყვარხართ, მე, ჯიქო, ბარათა, ვაისა, ჯოკონდა, ბიწო ჩვენ, ყველანი ვინც შოვში გაგვითენებია, გვიმღერია გვიცინია, ძალიან გვიყვარხართ ყველას და ბოდიში".
ასევე ნახეთ:
„წავიდა ყარალა...“ - სტიქიას შეწირული ბიჭის ამბავი, საქობოს სკოლიდან სორბონის უნივერსიტეტამდე
შოვში დაღუპული 18 წლის სამირას მიერ გადაღებული ბოლო ფოტოები
VIDEO - შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების ამსახველი გრაფიკული მასალა გამოქვეყნდა